07 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
ნასას მორიგი წარმატება - კოსმოსური აპარატი იუნონა იუპიტერის ორბიტაზე გავიდა

ნასას 5 წლიანი მოლოდინი წარმატებული აღმოჩნდა. კოსმოსურმა აპარატმა იუნონამ იუპიტერს მიაღწია და პლანეტის ორბიტაზე გავიდა.

ეს კი საშუალებას აძლევს მეცნიერებს იუპიტერის შესწავლა დაიწყოს. სპეციალისტები იუნონადან ფოტო და ვიდეო მასალებს მიიღებენ.

პროექტის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ზონდი ავტოპილოტის რეჟიმში მუშაობდა, თუმცა პლანეტასთან მიახლოების დროს 35 წუთის განმავლობაში მისი ძრავი მუშა მდგომარეობაში იყო.

ნასაში იმედი აქვთ, რომ ორბიტაზე არსებული მტვერი და ძლიერი მაგნიტური ველი აპარატს არ დააზიანებს.

დღის ამბები