07 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
სროლა ჯორჯიის შტატში - დაღუპულია ერთი ადამიანი

სროლა ჯორჯიის შტატში. 1 ადამიანი დაიღუპა, მას შემდეგ რაც ქალაქ ჰირამის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა საკუთარი სახლიდან გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით 3 დაშავებული იმყოფება. სამართალდამცველებმა ახლომდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს.

მსროლელმა პოლიციის თანამშრომლებსაც გაუხსნა ცეცხლი. სამართალდამცველებთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მსროლელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დღის ამბები