07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
თურქეთში ტერაქტში ეჭვმიტანილი 11 რუსული წარმოშობის პირი დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ 11 რუსული წარმოშობის პირი დააპატიმრეს. მათ ტერორისტულ ორგანიზაციების წევრობა ედებათ ბრალად.

თურქული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სამართალდამცველებმა მასშტაბური რეიდების შედეგად რუსები სტამბოლში, ანტალიასა და იზმირშიც დააკავეს.

სულ ტერაქტთან დაკავშირებით დაკავებულთა რაოდენობა 30-ს აღწევს.

დღის ამბები