03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
როდის არის გამართლებული ცოლ-ქმრის გაყრა? - NDI-ს კვლევა

NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის მორიგ შედეგებს აქვეყნებს. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებით გამოკითხულთა უმრავლესობა (71 პროცენტი) ფიქრობს, რომ ქმარი ცოლს უნდა გაშორდეს, თუ მეუღლე უღალატებს, ხოლო 69 პროცენტის აზრით, თუ ქმარი ცოლს ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებს, მეუღლემ განქორწინება უნდა მოითხოვოს.

NDI-ის კვლევაში მონაწილეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ოჯახში ფინანსური პრობლემებია, გაშორების გადაწყვეტილება ქალმა უნდა მიიღოს.

ამავე კვლევის მიხედვით, მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ცოლ-ქმრის გაცილება არასდროს არ არის გამართლებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები