07 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
აშშ-ის გენერალური პროკურატურა ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ საქმეს არ აღძრავს

შეერთებული შტატების გენერალური პროკურატურა ელექტრონული ფოსტის სკანდალის გამო, ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ საქმეს არ აღძრავს. ამის შესახებ განცხადება, იუსტიციის მინისტრმა გააკეთა.

ლორეტა ლინჩი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნას და რეკომენდაციებს დაეყრდნო.

უწყების ხელმძღვანელმა ჰილარი კლინტონის მიერ სამსახურებრივი საქმიანობისთვის პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენებაზე ერთ წლიანი გამოძიების შედეგები ორი დღის წინ გაასაჯაროვა.

ჯეიმს კომიმ აღნიშნა, რომ კლინტონი დაუდევრად ეპყრობოდა საიდუმლო ინფორმაციას, თუმცა ეს არ არის საბაბი მის წინააღმდეგ საქმის აღძვრისთვის.

ამავე თემაზე
დღის ამბები