07 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
ანგელა მერკელი რუსეთისადმი ნდობის დაკარგვას მოსკოვის პოლიტიკას უკავშირებს

ანგელა მერკელი რუსეთისადმი ნდობის დაკარგვას მოსკოვის პოლიტიკას უკავშირებს. გერმანიის კანცლერმა ამ თემაზე პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ილაპარაკა.

მერკელი აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებებმა, უკრაინის კრიზისის დროს, აღმოსავლეთ ევროპაში ვითარება მნიშვნელოვნად არია და მოკავშირეებს ნატოს მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა სჭირდებათ.

მერკელის განცხადებით, სამხედრო ან კიბერ თავდასხმების შემთხვევაში, ალიანსი წესდების მეხუთე მუხლის თანახმად, მოკავშირეებს აღმოსავლეთ ევროპიდან დახმარებას გაუწევს.

"რუსეთის ქმედებებმა უკრაინის კრიზისის დროს სერიოზულად არია ვითარება ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში. თუ კანონის უზენაესობასა და საზღვრების ხელშეუხებლობას გამოწვევის წინაშე აყენებენ თავიანთი სიტყვებით და ქმედებებით, ნდობა იკარგება. ამის გამო ჩვენი მოკავშირეები აღმოსავლეთში განსაკუთრებით წუხან. მათ სჭირდებათ ალიანსის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა. ნატოს ვარშავის სამიტი ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს დამატებით ელემენტებს შესძენს," - აღნიშნა ანგელა მერკელმა. 

დღის ამბები