07 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
ვარშავაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს - ხვალ პოლონეთის დედაქალაქში ნატოს სამიტი იხსნება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი ვარშავაში ხვალ იხსნება. ნატოს მაღალჩინოსნებისა და მსოფლიო ლიდერების ჩასვლამდე, პოლონეთის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, გამკაცრდა საზღვრის კონტროლიც.

წესრიგს ქუჩებში 6 ათასზე მეტი სამართალდამცველი და სამხედრო იცავს. პოლიციელების განსაკუთრებული რაოდენობა ეროვნულ სტადიონთანაა მობილიზებული, სადაც სამიტი გაიმართება.

ვარშავის სამიტში მთელი მსოფლიოდან 50-ზე მეტი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის შეერთებული შტატების ლიდერი ბარაკ ობამა, რომლისთვისაც ეს შესაძლოა ბოლო ოფიციალური ევროპული ვიზიტი იყოს.

დღის ამბები