07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
მასშტაბური აქციები აშშ-ში - ბოლო ერთ კვირაში სამართალდამცავებმა ორი ფერადკანიანი მოკლეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ფერადკანიანი მამაკაცი მოკლეს. ლუიზიანის შემდეგ ანალოგიური შემთხვევა მინესოტას შტატში მოხდა.

სამართალდამცველებმა მანქანა გატეხილი ფარის გამო გააჩერეს, თუმცა როდესაც მამაკაცი მართვის მოწმობის ამოღებას ცდილობდა, რამდენჯერმე ესროლეს.

ინციდენტის დროს მანქანაში მისი პატარა ქალიშვილიც იმყოფებოდა. ანალოგიური შემთხვევა ორი დღის წინ ლუიზიანაშიც მოხდა.

37 წლის მამაკაცის მკვლელობის ვიდეო ინტერნეტითაც გავრცელდა. მომხდარის გამო შეერთებულ შტატებში ორი დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება.

დღის ამბები