07 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
ხვალ ვარშავაში ნატო-ს სამიტი იხსნება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი ვარშავაში ხვალ იხსნება. ნატო-ს მაღალჩინოსნებისა და მსოფლიო ლიდერების ჩასვლამდე პოლონეთის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, გამკაცრდა საზღვრის კონტროლიც.

წესრიგს ქუჩებში 6 ათასზე მეტი სამართალდამცველები და სამხედრო იცავს.

პოლიციელების განსაკუთრებული რაოდენობა ეროვნულს სტადიონთანაა მობილიზებული, სადაც სამიტი გაიმართება.

ვარშავის სამიტში მთელი მსოფლიოდან 50-ზე მეტი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის აშშ-ის ლიდერი, ბარაკ ობამა, რომლისთვისაც ეს შესაძლოა, ბოლო ოფიციალური ევროპული ვიზიტი იყოს. 

დღის ამბები