07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
უსაფრთხოების გასაძლიერებლად აღმოსავლეთ ევროპაში ძალების რაოდენობას გავასამმაგებთ - იენს სტოლტენბერგი

"თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის გასაძლიერებლად აღმოსავლეთ ევროპაში ძალების რაოდენობას გავასამმაგებთ," - ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჟეი დუდასთან, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, "ვარშავის სამიტი ალიანსის სიძლიერეს და ერთიანობას წარმოადგენს".

„ახლა ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი დრო დადგა. მსოფლიო დღეს უფრო საშიშია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო, ალიანსი კი საფრთხეებზე და გამოწვევებზე სწრაფად რეაგირებს. თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად ახალ ნაბიჯებს გადავდგამთ, გავასამმაგებთ ძალების რაოდენობას აღმოსავლეთ ევროპაში,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. 

ხვალ ვარშავაში ნატოს სამიტი იწყება. სამიტის წინ ნატო-ს გენერალური მდივნის და სამიტის მასპინძელი ქვეყნის, პოლონეთის, პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა. 

დღის ამბები