07 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
შეტაკება აშშ-ში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის - გარდაცვლილია 4 სამართალდამცველი

შეტაკება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ტეხასის შტატის ქალაქ დალასში. გარდაცვლილია 4 სამართალდამცველი, რომლებსაც ცეცხლი სნაიპერებმა გაუხსნეს. დაჭრილია 11 სამართალდამცველი.

ამ დროისთვის უკვე დაკავებულია 2 ეჭვმიტანილი. პროტესტის მიზეზი პოლიციის მიერ სხვადასხვა შტატში აფრო ამერიკელი მამაკაცების მკვლელობა გახდა.

ბოლო ინციდენტი გუშინ მინესოტაში მოხდა, 32 წლის მამაკაცი ავტომობილში მოკლეს. შემთხვევა მისმა მეგობარმა ქალმა ტელეფონით გადაიღო.

დღის ამბები