07 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი დოკუმენტი მიიღეს

ვარშავის სამიტთან დაკავშირებით, საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი დოკუმენტი მიიღეს. 

დეკლარაციას ხელს აწერენ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, რესპუბლიკელები, კონსერვატორები, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.  

დოკუმენტზე საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერებიცაა.  

დოკუმენტში საუბარია ქართველი ხალხის არჩევანზე, გახდეს ნატოს წევრი. ასევე ხაზგასმულია რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაცია და არსებულ ვითარებაში, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის აუცილებლობა.

ქართული პარტიების ერთობლივი დეკლარაციის პარალელურად, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მსგავსი ერთობლივი წერილი გაავრცელეს, სადაც ისინიც აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი ევროატლანტიკური მისწრაფებაა.

ვარშავაში ნატოს რიგით 27-ე სამიტი მუშაობას შეუდგა. ვარშავაში მთელი მსოფლიოდან 50-ზე მეტი დელეგაციაა ჩასული. სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრეზინდეტიც. ორდღიან შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზეც იმსჯელებენ, რომლის სრულფასოვანი მონაწილე, სავარაუდოდ, საქართველოც უნდა გახდეს.

დღის ამბები