07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
დალასში სნაიპერის ტყვიას, ბოლო მონაცემებით, 5 სამართალდამცველი ემსხვერპლა

დალასში სნაიპერის ტყვიას, ბოლო მონაცემებით, 5 სამართალდამცველი ემსხვერპლა. შემთხვევა აქციაზე მოხდა, რომელზეც პოლიციელების მიერ ორი ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებდნენ.

სამართალდამცველებს ცეცხლი სნაიპერებმა გაუხსნეს. სროლის შედეგად 6 პოლიციელიც დაშავდა. დაკავებულია 3 ეჭვმიტანილი, ერთი შეიარაღებული პირი კი სამართალდამცველებს ფარეხში ჰყავთ ალყაში მოქცეული. ის აცხადებს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობებია დამონტაჟებული.

საპროტესტო აქციები შეერთებულ შტატებში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლუიზიანასა და მინესოტაში მომხდარ შემთხვევებს მოჰყვა. პოლიციელებმა შემოწმების დროს ორ ფერადკანიან მამაკაცს ესროლეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები