07 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
"ვარშავის სამიტზე ჩვენ დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია" - გიორგი მარგველაშვილი

ვარშავის სამიტთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ძალების მიერ ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერი დოკუმენტის მიღების ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილმა განცხადება ვარშავაში გააკეთა.

მისი თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომელიც ქართულ დელეგაციას ვარშავის სამიტზე ზურგს უმაგრებს.

პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს, ქართველ პოლიტიკოსებს აქვთ უნარი გაერთიანდნენ.

„ვარშავის სამიტზე ჩვენ დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომელიც ერთად მიიღეს საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა, სადაც მხარი აქვს დაჭერილი საქართველოს ნატოს კურსს. ეს არის ის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ყველა პარტია, როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლო, აწერს ხელს. როდესაც ეს ეხება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ქვეყნის ინტერესს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ უნარი გაერთიანდნენ,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ვარშავაში ნატოს რიგით 27-ე სამიტი მუშაობას შეუდგა. ვარშავაში მთელი მსოფლიოდან 50-ზე მეტი დელეგაციაა ჩასული. სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრეზინდეტიც. ორდღიან შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზეც იმსჯელებენ, რომლის სრულფასოვანი მონაწილე, სავარაუდოდ, საქართველოც უნდა გახდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები