07 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
ტერაქტი ერაყში - ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 35 ადამიანი

მორიგი თავდასხმა შიიტ მუსლიმებზე ერაყში. ქალაქ ელ ბალადში მდებარე შიიტურ სალოცავთან ტერორისტებმა ჯერ აფეთქება მოაწყვეს და შემდგომ შიგნით შეიჭრნენ და ცეცხლი მომლოცველებს გაუხსნეს.

ბოლო ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 35 ადამიანია დაღუპული, 65 დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ხელისუფლება მომხდარში ისლამურ სახელმწიფოს ადანაშაულებს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ეს უკვე მეორე მასშტაბური ტერაქტია ერაყში. კვირას მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა.

დღის ამბები