07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
ვთანხმდებით, რომ ჩვენს მომავალს ვხედავთ ნატოსთან და ევროპასთან ერთად - ალასანია

ვარშავაში იმყოფება თავისუფალი დემოკრატების ლიდერი. ირაკლი ალასანია მონაწილეობას იღებს ატლანტიკ ქაუსილის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.

ალასანია იმ დეკლარაციას გამოეხმაურა, რომელიც საპარლამენტო პოლიტიკურმა პარტიებმა ვარშავის სამიტის წინ მიიღეს. ალასანია ამბობს, რომ აღნიშნული შინაარსის დოკუმენტი, თავად ალიანსისთვისაც სტიმულია.

„ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა ვთანხმდებით, რომ ჩვენი მომავალი საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს დანახული გვაქვს ნატოსთან, ევროპასთან ერთად, ეს რა თქმა, უნდა დიდი სტიმულია თავად ნატოელებისთვისაც, რომ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. მიხარია, რომ ის პაკეტი, რომელიც მივიღეთ წინა სამიტის დროს, ახლა უფრო მრავალფეროვანი ხდება. ის, ვინც ამბობს, რომ ამით რუსეთთან ურთიერთობა გაუარესდება, აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, იმიტომ რომ ძლიერი, წელში გამართული საქართველო ბევრად უფრო სწორად წარმართავს დაახლოების და თანამშრომლობის დიალოგს რუსეთთანაც,“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ვარშავის სამიტთან დაკავშირებით, საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი დოკუმენტი მიიღეს. 

დეკლარაციას ხელს აწერენ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველორესპუბლიკელები, კონსერვატორებიეროვნული ფორუმითავისუფალი დემოკრატები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.  

დოკუმენტზე საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერებიცაა.  

დოკუმენტში საუბარია ქართველი ხალხის არჩევანზე, გახდეს ნატოს წევრი. ასევე ხაზგასმულია რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაცია და არსებულ ვითარებაში, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის აუცილებლობა.

ქართული პარტიების ერთობლივი დეკლარაციის პარალელურად, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მსგავსი ერთობლივი წერილი გაავრცელეს, სადაც ისინიც აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი ევროატლანტიკური მისწრაფებაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები