07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი ქალი გახდება

დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი ქალი გახდება. კონსერვატიული პარტიის კენჭისყრის მეორე ტურში ხმების უმრავლესობა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტერეზა მეიმ და ენერგეტიკის მინისტრმა, ანდრეა ლისდომმა, მიიღეს.

ერთ-ერთი მათგანი მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ისტორიაში მეორე ქალი პრემიერი გახდება.

საბოლოო არჩევანს ორ კანდიდატს შორის კონსერვატიული პარტია ზაფხულის ბოლომდე გააკეთებს.

კენჭისყრაში მონაწილეობას პარტიის 150 ათასი წევრი მიიღებს. დევიდ კამერონის შემცვლელის ვინაობა კი 9 სექტემბერს გახდება ცნობილი. 

დღის ამბები