07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
ძლიერი ტაიფუნი ტაივანში - არის მსხვერპლიც

ტაივანს ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს. ქარმა, რომლის სიჩქარე საათში 200-ს კილომეტრს აღწევდა, ყველაზე მეტად ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპირო დააზარალა. არის მსხვერპლიც.

წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 60-ს აჭარბებს.

სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები და მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

საცხოვრებელი სახლების მიტოვება 15 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია. დაზარალებულ რეგიონებში შეჩერებულია სასწავლო პროცესი, გადაიდო ასობით რეისიც.

ვარაუდობენ, რომ ტაიფუნი ხვალ დილისთვის ჩინეთის სანაპიროს მიაღწევს.

დღის ამბები