07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტი, დალასში პოლიციელებზე მომხდარი თავდასხმის გამო, ევროპულ ტურნეს წყვეტს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ევროპულ ტურნეს დაგეგმილზე ადრე წყვეტს. მიზეზი დალასში მომხდარი თავდასხმაა, რომელსაც 5 სამართალდამცველი ემსხვერპლა.

ბარაკ ობამა ვარშავიდან მადრიდში გაემგზავრება, სადაც ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და როტას პორტში ამერიკულ სამხედრო ბაზას მოინახულებს, თუმცა აღარ ჩავა სევილიაში და სამშობლოში დაგეგმილზე ერთი დღით ადრე დაბრუნდება.

აშშ-ის ლიდერი დალასში აპირებს ჩასვლას, სადაც არმიის რეზერვისტმა, 25 წლის მიკა ჯონსონმა, საპროტესტო აქციის დროს 5 სამართალდამცველი მოკლა.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელის სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით იარაღი აღმოაჩინეს. ცნობილია ისიც, რომ ჯონსონი ავღანეთშიც მსახურობდა.

დღის ამბები