07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ბალტიისპირეთსა და პოლონეთში 4 ახალი მრავალეროვნული ბატალიონი განლაგდება - ვარშავის სამიტის გადაწყვეტილება

ვარშავის სამიტის პირველ დღეს ალიანსის წევრები ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში 4 ახალი მრავალეროვნული ბატალიონის განლნაგებაზე შეთანხმდნენ.

ახალი ქვედანაყოფები როტაციის საფუძველზე 2017 წელს განთავსდება.

გადაწყვეტილება ნატო-ს თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკის ნაწილია, რომელიც რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეების ფონზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფლანგის გაძლიერებას ითვალისწინებს.

მისიაზე პასუხისმგებლობა ნატოს 4-მა წამყვანმა ქვეყანამ აიღო - კანადა ლატვიის ბატალიონზე იქნება პასუხისმგებლეი, გერმანია - ლიტვის, დიდი ბრიტანეთი - ესტონეთს, ხოლო შეერთებული შტატები პოლონეთში გაგზავნის სამხედროებს.

დღის ამბები