07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
ვაშინგტონმა ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა

ვაშინგტონმა ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, ვაშინგტონის მხრიდან ეს ამერიკელ დიპლომატზე თავდასხმის საპასუხო ზომა გახდა.

ჯონ კირბიმ ივნისის დასაწყისში მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩოსთან მომხდარი ინცინდენტი იგულისხმა, რომელზეც ინფორმაცია ვაშინგტონ პოსტმა გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, საელჩოს დაცვის თანამშრომლემა, რომელსაც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ფორმა ეცვა, ამერიკელ დიპლომატს შენობის შესასვლელში სცემა.

მოსკოვში აცხადებენ, რომ ინცინდენტი ამერიკელის პროვოცირებული იყო და ამტკიცებენ, რომ ის ამერიკელი ჯაშუში იყო.

დღის ამბები