03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
”ქედს ვიხრი მათი ოჯახისა და ხსოვნის წინაშე,” - ირაკლი ღარიბაშვილი

”ისინი ერთი ოჯახის შვილები არიან, ერთმა ოჯახმა გაიღო ასეთი დიდი მსხვერპლი ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. მე ქედს ვიხრი მათი ოჯახისა და ხსოვნის წინაშე,” - ამ სიტყვებით მიმართა დიღომში, ძმათა სასაფლაოზე ბაბუშერის აეროპორტში გარდაცვლილების დაკრძალვაზე შეკრებილ ადამიანებს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა ბელა ზალდასტანიშვილის მდგომარეობა, რომელიც, მისი თქმით, ღირსეულად ატარებს ამ ტრაგედიას.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ამ პროცესში მათ აქტიურად ეხმარებოდა საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტი და სწორედ მათი დახმარებით და საქართველოს ხელისუფლების აქტიური მუშაობით გახდა ეს შესაძლებელი.

ბაბუშერის აეროპორტში გარდაცვლილი ძმების დაკრძალვას მინისტრთა კაბინეტი თითქმის სრული შემადგენლობით ესწრებოდა.

ბაბუშერის აეროპორტში აფეთქება 21 წლის წინ, 1993 წლის 22 სექტემბერს მოხდა. ბაბუშერის სასაფლაოზე ძმათა სამარხის ექსჰუმაცია 2014 წლის გაზაფხულზე მოხდა. იდენტიფიცირების მიზნით, ნეშტების დნმ და დაღუპულთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები ზაგრების ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი. 2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ოთხი ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა, რამაც ნეშტების იდენტიფიცირება დაადასტურა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები