07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
ნატო-მ უკრაინის თავდაცვითი სექტორის რეფორმირებისთვის დახმარების ყოვლისმომცველი პაკეტი დაამტკიცა

ნატო-მ უკრაინის თავდაცვითი სექტორის რეფორმირებისთვის დახმარების ყოვლისმომცველი პაკეტი დაამტკიცა.

ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ნატო-უკრაინის კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და უკრაინის მხრიდან რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. 

„უკრაინა კვლავ ერთგული რჩება რეფორმების და კორუფციასთან ბრძოლის. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას,“ - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, კი განაცხადა, რომ ვარშავის სამიტზე მიღწეულ იქნა შეთანხმება უკრაინისა და ნატო-ს განსაკუთრებული პარტნიორობის გაფართოების საკითხზე.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა სამომავლოდ თავად გადაწყვეტს, უნდა გაწევრიანდეს თუ არა ნატო-ში, თუმცა ამ ეტაპზე ქვეყნის წევრობის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. 

დღის ამბები