03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
საიხან მუზაევის მტკიცებით, შსს ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებს

საიხან მუზაევი შინაგან საქმეთა სამინისტროს ზეწოლაში ადანაშაულებს. ჩეჩენი ლტოლვილი ამბობს, რომ მას ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებენ. ამის გამო საიხან მუზაევი ამტკიცებს, რომ მას საზღვრის გადაკვეთის საშუალებას არ აძლევენ. საიხან მუზაევი მთავრობას მოუწოდებს საკითხი დროულად მოაგვაროს.

„საქართველოში მიმდინარეობს ანტიჩეჩნური კამპანია, ეს ხდება არა მხოლოდ ვალერი ზუმბაძის, არამედ სხვა ძალოვანი უწყებების და ქვეყნის მთავრობის მხრიდან. პროკურატურაში უკვე ერთი წელია სარჩელი შეტანილი მაქვს ვალერი ზუმბაძის წინააღმდეგ, თუმცა ჯერ რეაგირება არ ყოფილა. მოუწოდებ პრეზიდენტს და პრემიერს, რომ ჩემი საკითხით დაინტერესდნენ, რადგან ამ დრომდე ქვეყნის დატოვების ნებას არ მაძლევენ და ფიზიკური ლიკვიდაციით გვემუქრებიან მე და ჩემს ოჯახს,” - აცხადებს საიხან მუზაევი.

როგორც ჩეჩენი ლტოლვილის ადვოკატი ამბობს, მას 13-ჯერ შეეზღუდა გადაადგილების უფლება და ამის გამო საქალაქო სასამართლო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს უახლოეს დღეებში განიხილავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები