07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი ჩამოაგდეს

სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მი-35, რომლის ბორტზეც რუსი სამხედრო ინსტრუქტორები იმყოფებოდნენ, ისლამური სახელმწიფოს წევრებმა ჩამოაგდეს.

უწყების ცნობით, ინციდენტი ჰომსის პროვინციაში, პალმირას მახლობლად მოხდა, სადაც ISIS-სა და სირიის არმიას შორის ბრძოლები მიმდინარეობდა.

მოსკოვში აცხადებენ, რომ ვერტმფრენი სირიის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა ორივე პილოტი დაიღუპა.

დღის ამბები