07 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
სამი დაღუპული და ათზე მეტი დაშავებული - ქურთი სეპარატისტების მორიგი თავდასხმა თურქეთში

სამი ადამიანი დაიღუპა თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში მორიგი აფეთქების შედეგად. სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, ქალაქ მარდინში, ქურთმა სეპარატისტებმა სამხედროების საგუშაგოსთან ჯერ დანაღმული მანქანა ააფეთქეს და შემდეგ ცეცხლი გახსნეს.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი ჯარისკაცი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. დაშავებულთა რიცხვი კი ათს აჭარბებს.

ძალოვანები მომხდართან ისლამური სახელმწიფოს კავშირს გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ თავდასხმა ქურთთა მუშათა პარტიის მიერ იყო ორგანიზებული.

დღის ამბები