07 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
რუსეთის საგარეო უწყება NATO-ს რუსეთის "დემონიზაციის" მცდელობაში ადანაშაულებს

ნატოს რუსეთის "დემონიზაციის" მცდელობაში ადანაშაულებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. განცხადება ამის შესახებ საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელმა გააკეთა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 13 ივლისს დაგეგმილ რუსეთი-ნატოს საბჭოს სხდომაზე მოსკოვი ალიანსის წევრი ქვეყნებისგან სამხედრო ძალების გაზრდასთან დაკავშირებით განმარტებებს ელოდება.

"რუსული მხარე ყურადღებით სწავლობს ვარშავაში ჩატარებული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის გადაწყვეტილებებს. ევროპაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, ყველა მნიშვნელოვანი მოთამაშის ძალების გაერთიანება არსებული და არა გამოგონილი გამოწვევების წინააღმდეგაა საჭირო. ალიანსი ძალისხმევის კონცენტრირებას აღმოსავლეთიდან არ არსებული საფრთხეების შეკავებაზე ახდენს,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები