07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
დალასში, პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული უფრო მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა

დალასში, საპროტესტო აქციის დროს 5 პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული უფრო მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა. განცხადება ამის შესახებ ქალაქის პოლიციის უფროსმა გააკეთა.

მისი თქმით, 25 წლის მიკა ჯინსონი ასაფეთქებელ მოწყობილობებთან მუშაობას სწავლობდა. სამართალდამცველები მისი საცხოვრებელის სახლიდან ამოღებულ დღიურს სწავლობენ.

დალასში კვლავ გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. პარალელურად, იზრდება საპროტესტო აქციების ტალღა შეერთებული შტატების დიდ ქალაქებში.

დღის ამბები