07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
აშშ-ის დეპარტამენტი "ისლამური სახელმწიფოს" ობიექტების დაბომბვის ამსახველ კადრებს ავრცელებს

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ვიდეო ჩანაწერს ავრცელებს, სადაც კოალიციური ძალების მიერ სირიაში ისლამური სახელმწიფოს ობიექტების დაბომბვაა ნაჩვენები.

საჰაერო დარტყმა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ მანბიჯის მახლობლად მოხდა, სადაც სირიელი აჯანყებულები შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების დახმარებით, ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას აწარმოებენ.

გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, სირიის ტერიტორიაზე 13, ხოლო ერაყის ტერიტორიაზე 10 საჰაერო დარტყმა განხორციელდა.

დღის ამბები