07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
მემარცხენე ძალების საპროტესტო აქცია ბერლინში მასშტაბურ შეტაკებაში გადაიზარდა

მემარცხენე ძალების საპროტესტო აქცია ბერლინში მასშტაბურ შეტაკებაში გადაიზარდა. ათასობით დემონსტრანტი გერმანიის დედაქალაქის ერთ-ერთი უბნის განვითარების გეგმას აპროტესტებდა, რომელიც ტერიტორიიდან უკანონო დასახლებების აღებას ითვალისწინებს.

მომიტინგეების ნაწილს ნიღბები ეკეთა და ქვებს ისროდა, მათ დაარბიეს მაღაზიები და პოლიციის მანქანებიც დააზიანეს. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების შეჩერება ცრემლსადენი გაზის გამოყენებით სცადეს.

შეტაკების შედეგად 120-ზე მეტი ძალოვანი დაშავდა, აქციის 80-ზე მეტი მონაწილე კი დააკავეს. ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური არეულობა იყო ბერლინში.

დღის ამბები