07 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
ისრაელში ბიბლიური ფილისტინელების პირველი სამარხი აღმოაჩინეს

ისრაელში ბიბლიური ფილისტინელების პირველი სამარხი აღმოაჩინეს. არქეოლოგიური გათხრები ქალაქ აშკელონში 1985 წლიდან მიმდინარეობდა.

მეცნიერებმა მიწის ზედაპირიდან სამი მეტრის სიღრმეზე რამდენიმე ოთახი აღმოაჩინეს, ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტებთან, სურნელოვანი ზეთის ჭურჭელთან, იარაღთან და სამკაულთან ერთად.

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ფილისტინელები გარდაცვლილებს სწორედ ამ ნივთებთან ერთად კრძალავდნენ.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს აღმოჩენა მათ ანტიკურ ებრაელთა მთავარი მტრების, ფილისტინელთა ცხოვრების წესისა და წარმომავლობის შესახებ, ბევრი დეტალის დადგენაში დაეხმარება.  

დღის ამბები