07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
გერმანიის დაზვერვის სამსახურს მასობრივ მოსმენაში ადანაშაულებენ

გერმანიის დაზვერვის სამსახურს ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელი ქვეყნების ხელისუფლებების მასობრივ მოსმენაში ადანაშაულებენ. სკანდალურ ინფორმაციას გერმანული პრესა, სპეცსამსახურის მუშაობის კონტროლის საპარლამენტო კომიტეტის დასკვნაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დასკვნის თანახმად, გერმანიის სადაზვერვო სამსახური 2013 წლის ბოლომდე 3 ათასზე მეტ ობიექტს უსმენდა, ინტენსიური თვალთვალის ქვეშ იყო ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობები, ასევე სამხედრო ობიექტები. მიყურადების სამიზნე იყვნენ პრეზიდენტები, პრემიერმინისტრები და მთავრობის წევრებიც.

დღის ამბები