07 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
თურქეთში პოლიციელები მოკლეს

თურქეთში პოლიციელები მოკლეს. თავდასხმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სანლიურფაში მოხდა. 17 წლის ახალგაზრდამ სამართალდამცველებს ცეცხლი ავტოსადგურის ტერიტორიაზე გაუხსნა, როდესაც ისინი მგზავრებს საბუთებს უმოწმებდნენ.

სროლის შედეგად 6 პოლიციელი დაიჭრა, სამი მათგანი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ადგილზე მოკლეს თავად თავდამსხმელიც. ოფიციალური პირები ტერაქტის ვერსიას გამორიცხავენ. გამოძიების ცნობით, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

დღის ამბები