07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
სამხრეთ სუდანში მასშტაბური კონფლიქტის გამო, ქვეყანას დიპლომატები ტოვებენ

სამხრეთ სუდანში პრეზიდენტისა და პირველი ვიცე პრეზიდენტის მომხრე ძალებს შორის მასშტაბური კონფლიქტის განახლების გამო, ქვეყანას დიპლომატები ტოვებენ. დიპლომატიური მისიის თანამშრომელთა ევაკუაციის გადაწყვეტილება უკვე მიიღეს შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აფეთქებებსა და სროლებს სამხრეთ სუდანში 270-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 33 მშვიდობიანი მოქალაქე. დღეს დილით ჯუბაში ჩინელი მშვიდობისმყოფელის მანქანაც დაცხრილეს, რის შედეგადაც ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. 

დღის ამბები