07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
პენტაგონი ერაყში დამატებით 560 სამხედროს აგზავნის

პენტაგონი ერაყში დამატებით 560 სამხედროს აგზავნის. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი დღეს ბაღდადში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.

ეშტონ კარტერის განცხადებით, ჯარისკაცები იმ ავიაბაზას განაახლებენ, რომელიც ერაყის სამთავრობო ძალებმა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

ბაზას ქალაქ მოსულზე მოკავშირეების შეტევების მოსამზადებლად გამოიყენებენ.

ქალაქს ამ დრომდე ისლამისტები აკონტროლებენ. 

დღის ამბები