03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
„ეს ყველაფერი ხელს უშლის უნივერსიტეტების დამოუკიდებლობას,” - სერგო რატიანი უმაღლესების კანონპროექტზე

„ეს ყველაფერი ხელს უშლის უნივერსიტეტების დამოუკიდებლობას,” - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი სერგო რატიანი კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც უმაღლესი სასწავლებლების შემოსავლები და გადასახადები სახელმწიფო ხაზინის სისტემაში უნდა შევიდეს.  

მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები ლახავს უნივერსიტეტების იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე და ასევე აზიანებს ქვეყნის იმიჯსაც.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე კი მიიჩნევს, რომ თუ რაიმე შეეხება უნივერსიტეტების დამოუკიდებლობას, ისინი ამ საკითხს გადაწყვეტენ, თუმცა, მისი აზრით, ეს არ მოხდება.

ტყემალაძე იმ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან შეხვედრასაც გეგმავს, რომლებიც კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან. 

დღის ამბები