07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ოთხშაბათს გადადგება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კემერონი, ოთხშაბათს დედოფალს გადადგომის შესახებ განცხადებას წარუდგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კემერონი იმედოვნებს, იმავე საღამოს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრი შეუდგება. 

უკვე ცნობილია, რომ გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი მოქმედი შს მინისტრი, ტერეზა მეი, გახდება. ამ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა დღეს მოხსნა მეორე პრეტენდენტმა, ანდრეა ლედსომმა.

 

 

დღის ამბები