07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
მოსკოვში ე.წ ქართველი კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი დააკავეს

რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვში ე.წ ქართველი კანონიერი ქურდი, შაქრო კალაშოვი დააკავეს.

სამართალდამცველი უწყების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა კალაშოვი თანხის გამოძალვის საქმეზე აიყვანა. საუბარია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით თანხაზე, რომელსაც ის ერთ-ერთი რესტორნის მფლობელს სძალავდა.

საქმე კი მას შემდეგ აღიძრა, რაც 2015 წლის დეკემბერში, აღნიშნულ რესტორანთან 5 ადამიანი დაჭრეს.

მაშინ მომხდარზე კალაშოვის გარემოცვის წევრი დააკავეს. შაქრო კალაშოვი რუსული დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.

მან ეს სტატუსი ასლან უსოიანის, იგივე ძედ ხასანის გარდაცვალების შემდეგ მიიღო.

დღის ამბები