07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
უკრაინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნის იდეით გამოდის

უკრაინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნის იდეით გამოდის, რომელშიც საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, სომხეთი და აზერბაიჯანი იქნება ჩართული.

ინიციატივა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევში, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმაურა.

მისი თქმით, ამ საკითხზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები კონსულტაციის დაწყებას შემოდგომაზე გეგმავენ.

კლიმნკინი ეკონომიკური ზონის ერთ-ერთ მოდელად ევროკავშირს განიხილავს, თუმცა მისი თქმით, ანალიზის საფუძველზე უნდა დადგინდეს რა სფეროებს შეეხება ის.

დღის ამბები