07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
ტერეზა მეიმ უკეთესი ბრიტანეთის აშენების პირობა დადო

ბრიტანეთის მომავალი პრემიერმინისტრი ტერეზა მეი პირობას დებს, რომ ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, უკეთეს ბრიტანეთს ააშენებს. ამის შესახებ მან, ლონდონში პარლამენტის წინ ისაუბრა. მეი პრემიერმინისტრის პოსტს ხვალ გადაიბარებს.

ევროკავშირი კი ბრიტანეთს ურჩევს დროულად ჩამოაყალიბოს ურთიერთობის ახალი ფორმები. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, თუ ბრიტანეთს ევროპულ ბაზართან თავისუფალი წვდომა სურს, მაშინ ისეთ პირობებსაც უნდა დათანხმდეს, როგორიცაა საზღვარზე ადამიანების თავისუფლად გადაადგილება.

დღის ამბები