07 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი 14-15 ივლისს რუსეთში ჩავა

14-15 ივლისს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მოსკოვში ჩადის. ჯონ კერი რუსეთში საფრანგეთიდან გაემგზავრება, სადაც ის ბასტილიის დღეს პრეზიდენტ ოლანდის მიწვევით უნდა დაესწროს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთში კერი ყურადღებას გაამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სირიის სამოქალაქო ომი, უკრაინის კრიზისი, მთიანი ყარაბაღის თემა და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები.

ეს სახელმწიფო მდივნის მეოთხე ვიზიტი იქნება მოსკოვში, გასული წლის მაისიდან.

დღის ამბები