07 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
დეივიდ კამერონი ხვალ პოსტს ოფიციალურად დატოვებს

დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერმინისტრი მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდებს. ტერეზა მეი პირობას დებს, რომ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებებს წარმატებით გაუძღვება.

მეი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2010 წლიდან ხელმძღვანელობს და მმართველი პარტიის ლიდერის პოსტზე ოფიციალურად დაამტკიცეს.

დეივიდ კამერონი კი დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომას პრემიერის რანგში ბოლოჯერ დაესწრება, ხვალ კი პოსტს ოფიციალურად დატოვებს.

დეივიდ კამერონი უკვე გამოემშვიდობა ჟურნალისტებს და ტერეზა მეის წარდგენის შემდეგ პრესკონფერენცია ღიღინით დატოვა.  

დღის ამბები