07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
სარკინიგზო ავარია იტალიაში - დაღუპულია 20 ადამიანი

მსხვერპლი მოჰყვა სარკინიგზო კატასროფას იტალიაში. ბარის პროვინციაში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა.

წინასწარი მონაცემებით, ავარიას 20 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით მგზავრი კი დაშავებულია.

გამოძიების ინფრომაციით, ორივე მატარებელი ერთ სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობდა, თუმცა რა მიზეზით მოხდა შეჯახება, ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.

მათი ინფორმაციით, ვაგონების ნაწილი იმდენად დაზიანებულია, რომ ხალხის ამოსაყვანად მათ კონსტრუქციის დაშლა უწევთ. 

დღის ამბები