07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
ევროკავშირი ესპანეთსა და პორტუგალიას სანქციებს უწესებს

ევროკავშირი ესპანეთსა და პორტუგალიას სანქციებს უწესებს. პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება დღეს ბრიუსელში ფინანასთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ესპანეთმა და პორტუგალიამ ევროკავშირის მიერ დადგენილ ვადებში და რეკომენდაციების გათვალისწინებით ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად ეფექტურ ზომებს არ მიმართეს.

ეს პირველი შემთხვევაა ევროკავშირის ისტორიაში, როდესაც ორგანიზაცია სანქციებს ბლოკის წევრებს უწესებს.

ორივე ქვეყანას 10-დღიანი ვადა აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვერ დაამტკიცებენ, რომ დეფიციტი საგანგებო ვითარებას უკავშირდება, ქვეყნებს ჯარიმა დაეკისრებათ, მშპ-ის 0,2%-ის ოდენობით.

დღის ამბები