07 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
რუსული მედია შაქრო კალაშოვის დაკავების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

რუსული მედია შაქრო კალაშოვის დაკავების ამსახველ ვიდეომასალას და ახალ დეტალებს ავრცელებს.

ე.წ. კანონიერი ქურდი მოსკოვის გარეუბანში, საკუთარ სახლში აიყვანეს. ბინის ჩხრეკისას პოლიციელებმა ორი პისტოლეტი და ხელყუმბარა აღმოაჩინეს.

კრიმინალური ავტორიტეტის დაკავების ოპერაცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც კალაშოვი რამდენჯერმე დაკითხვაზე არ გამოცხადდა. ის ორი ადამიანის მკვლელობასთან კავშირში და რესტორნის მფლობელისთვის ფულის გამოძალვაშია ეჭვმიტანილი.

ის უკვე დაკითხეს და რამდენიმე დღეში ბრალსაც წაუყენებენ.

დღის ამბები