07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ჰილარი კლინტონი პრეზიდენტის პოსტზე "დემოკრატების" ერთადერთი კანდიდატია

ჰილარი კლინტონი პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატების ერთადერთი კანდიდატია. მისი მეტოქე ბერნი სანდერსი საარჩევნო მარათონს გამოეთიშა და ყოფილ სახელმწიფო მდივანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ბერნი სანდერსი ჰილარი კლინტონის სააგიტაციო კამპანიასაც დაესწრო და მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კლინტონი პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატია.

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი აპირებს ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა ნატოს ევროპული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, ჯეიმს სტავრიდისს შესთავაზოს.

საბოლოიდ, ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატს დემოკრატების ყრილობამდე დაასახელებენ, რომელიც 25-28 ივლისს, ფილადელფიაში ჩატარდება.

დღის ამბები