07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
ირანული სამხედრო გემები ამერიკულ ხომალდებს მიუახლოვდნენ - აშშ-ის საზღვაო ძალები ფოტოებს ავრცელებენ

ამერიკის საზღვაო ძალებმა ირანული სამხედრო გემების ფოტოები გაავრცელეს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში ამერიკულ ხომალდებს მიუახლოვდნენ. ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა.

5 ირანული გემი, მათ შორის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ხომალდიც, ჰორმუზის სრუტეში დისლოცირებულ ამერიკულ საბრძოლო გემს მიუახლოვდა, რომლის ბორტზეც შეერთებული შტატების არმიის გენერალი ჯოზეფ ვოტელი იმყოფებოდა.

ირანული მედიის ცნობით, ხუთივე ხომალდი სრუტეში ამერიკული გემის მარშრუტის გასაკონტროლებლად გაგზავნეს.

დღის ამბები