07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
სპეცოპერაცია ვაშინგტონში - კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე საათით გადაკეტეს

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე საათით გადაკეტეს. მიზეზი სპეცოპერაცია გახდა. პოლიციელებმა კონგრესის შენობიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა. მისი ვინაობა არ სახელდება.

პარალელურად, სპეცოპერაცია ჩატარდა ლუიზიანაშიც, სადაც სამი ეჭვმიტანილი დააპატიმრეს. გამოძიების ცნობით, რამდენიმე დღის წინ მათ ლომბარდიდან იარაღი მოიპარეს და პოლიციელებზე თავდასხმას აპირებდნენ.

დღის ამბები