07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
იტალიაში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

იტალიაში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. მაშველებმა გვიან ღამით, კიდევ ორი გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს. საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება 35 დაშავებული.

ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს ბარის პროვინციაში გუშინ შეეჯახა. ამ დრომდე უცნობია, როგორ აღმოჩნდა ორივე შემადგენლობა ერთ მაგისტრალზე. განიხილება ორი ვერსია - ადამიანის ფაქტორი და სარკინიგზო მოძრაობის სისტემის გაუმართაობა.

დამატებითი დეტალების დადგენას გამოძიება ერთერთი მატარებლის მემანქანეს დაკითხვის შემდეგ შეძლებს, რომელიც ავარიას გადაურჩა.

დღის ამბები