07 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
NASA-ში იუპიტერის პირველი ფოტოების შესწავლა დაიწყეს

NASA-ში იუპიტერის პირველი ფოტოების შესწავლა დაიწყეს. ფოტო მასალა მეცნიერებმა კომოსური ზონდიდან მიიღეს. იუნონამ პლანეტის ფერადი ფოტო 4.3 მილიონი კილომეტრიდან გადაიღო.

მასალაზე იუპიტერის ატმოსფეროს დეტალები ჩანს, მათ შორის გიგანტური წითელი ლაქა და პლანეტის სამივე თანამგზავრი. მკვლევარები უკვე აცხადებენ, რომ იუნონას მისია წარმატებულია, რადგან აპარატმა იუპიტერის გარშემო არსებული ძლიერი მაგნიტური ველის პირობებში მუშაობა შეძლო.

NASA-მ აპარატი პლანეტასთან 2011 წელს გაგზავნა, თუმცა იუნონამ იუპიტერის ორბიტას 5 ივლისს, 5 წლიანი მოგზაურობის შემდეგ მიაღწია.

დღის ამბები